აშშ ივანიშვილის მასპინძლობისთვის მზადაა - კვირის პალიტრა

აშშ ივანიშვილის მასპინძლობისთვის მზადაა

აშშ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მასპინძლობისთვის მზადაა. "მოხარული ვიქნებით, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრემიერს ვაშინგტონში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს შესაძლებელი იქნება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება და ვაშინგტონი IშAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლიერია.