კალანდაძე "რეალ-TV"-ს პერსონაჟს დაამსგავსეს - კვირის პალიტრა

კალანდაძე "რეალ-TV"-ს პერსონაჟს დაამსგავსეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებამდე თანამშრომლობა შესთავაზა. კერძოდ, ალასანიამ ურჩია, ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, რის შემდეგაც მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა. საპასუხოდ, ალასანიამ განაცხადა, რომ ძალიან წუხს, რომ კალანდაძე "რეალ თV"-ს გროტესკულ პერსონაჟს დაამსგავსეს. "სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი დეპუტატი ასე მიეხმარა მას გადაქცეულიყო "რეალ-TV"-ს ასეთ გროტესკულ პერსონაჟად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).