რუსეთი მეგობრობისთვის მზად იყო - კვირის პალიტრა

რუსეთი მეგობრობისთვის მზად იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა რომ არა, რუსეთი საქართველოსთან მეგობრობისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა. მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა ქართველებთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ურთიერთობას მუდმივად ძაბავდა.

"ვფიქრობ, მან შეიტანა დამანგრეველი წვლილი ბევრი ქართველი ახალგაზრდის სულსა და გონებაში. იგი მუდმივად ატარებდა ყოველდღიური ცხოვრებიდან რუსული ენის, რუსული კულტურისა და ისტორიასთან დაკავშირებული მეხსიერების წაშლის კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა", - განაცხადა ლავროვმა.