რუსეთი მეგობრობისთვის მზად იყო
15-04-2013
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა რომ არა, რუსეთი საქართველოსთან მეგობრობისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა. მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა ქართველებთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ურთიერთობას მუდმივად ძაბავდა.
"ვფიქრობ, მან შეიტანა დამანგრეველი წვლილი ბევრი ქართველი ახალგაზრდის სულსა და გონებაში. იგი მუდმივად ატარებდა ყოველდღიური ცხოვრებიდან რუსული ენის, რუსული კულტურისა და ისტორიასთან დაკავშირებული მეხსიერების წაშლის კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა", - განაცხადა
ლავროვმა.
danieli
21 აპრილი 2013 23:24
დღეისათვის, რაც შეგვრჩა ტერიტორიები სანამ ისიც არ დაგვინაკუწეს, სანამ კვლავ არ აგვიმხედრეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მიმოფანტული ეთნიკური უმცირესობები, ქვეყნის შიგნით ბოლო პერიოდში მომძლავრებული ე. წ. მეხუთე კოლონა, უმჯობესია, უარი ვთქვათ მათი მხრიდან შეფარვით თუ ნაძალადევად თავსმოხვეულ ე. წ. მეგობრობაზე..მერე რა რომ მეზობელია...ჩვენ ერთმანეთისაგან ბუნებისაგან ნაბოძები კავკასიონის მიუვალი კედელი გვზღუდავს და ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს... ნუ გავჭრით ამ ,,კედელში ახალ როკის გვირაბებს". მეგობარი დაბრუნდა რუსეთიდანნ...მცირე ბიზნესი ჰქონდა მოსკოვში...დატოვა ყველაფერი და დაბრუნდა საქართველოში... ამბობს: ძალიან გართულდა იქ საქმიანობაა. რუსეთის კგბ და უშიშროების ორგანოები ძლიერ ავიწროებენ მეწარმეებსო..
sagi azri
18 აპრილი 2013 16:40
სამი დრე გავიდა და ამ განცხადებაზე ერთი კომენტარიც არ გაკეთებულა!! რატომ?!! აბა ნოვოდვორსკაიას ინტერიუზე ხომ მოიკალით თავი--და ლანძღეთ!! ლავროვი ჩვენი მოკეთე ყოფილა!! ყველას მოკლე მეხსიერება როგორ დაგემართათ!! გირჩევთ-- თუ გაზეტები არ წაგიკითხავთ--საჯარო ბიბლიოთეკას მიმართოთ და სულ მცირე ბოლო 10 წლის მასალებს გაეცნოთ--2007 წლის აგვისტოს წინუბნის დაბომბვა დაგავიწყდათ? თუ ხელისუფლების შეძახილს ელით, ქართველებო!!

რედაქტორის რჩევით