მონიტორების ვიზიტი - კვირის პალიტრა

მონიტორების ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი თანამომხსენებლის, ბორის სილევიჩის განცხადებით, რეგიონულ და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიისა უსაფუძვლოდ ეშინიათ. მისივე თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის თაობაზე სხვადასხვა უწყებაში შესულ საჩივრებზე რეაგირება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კიდევ ერთმა თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა კი მხარეებს მოუწოდა, არასდროს მიმართონ ისეთ არადემოკრატიულ გზებს, როგორიცაა ადამიანის პოლიტიკური კუთვნილების შეცვლის მიზნით მათზე ზეწოლა. ევროსაბჭოს თანამომხსენებლები იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სასამართლოებთან დაკავშირებულ საკითხზე ისევე შეძლებენ კომპრომისის გამოძებნას, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საგარეო კურსის თაობაზე ერთობლივი რეზოლუციის მიღებისას მოხდა.