"საქართველოსთანა ქვეყანა არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთანა ქვეყანა არ ყოფილა"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ფინეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ილია II აეროპორტიდან სამების ტაძარში გაემართა, სადაც იქ შეკრებილები დალოცა და მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. ""თქვენი ლოცვებითა და ღვთის დიდი წყალობით მშვიდობით დავბრუნდით სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ჩემი წასვლა ასეთი დიდი ხნით არ შეიძლება. ძალიან მომენატრეთ. გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსთანა არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი. მადლობა თქვენ ლოცვებისთვის"", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).