ბარათაშვილი აღადგინეს - კვირის პალიტრა

ბარათაშვილი აღადგინეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 მარტის დადგენილება, რომლითაც ბარათაშვილი გენდირექტორობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ხათუნა ბერძენიშვილი გაათავისუფლა. მოგვიანებით, ბერძენიშვილი გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა.