ჩიქოვანი გადადგა - კვირის პალიტრა

ჩიქოვანი გადადგა

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. თუმცა მას კომისიის რიგით წევრად დარჩენა სურს. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მიმართა პარლამენტს, შეისწავლოს ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, ჩიქოვანი 2012 წლის 22 ნოემბრიდან სამსახურში არ გამოცხადებულა, რაც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. თუმცა არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები შესაძლოა, ჩიქოვანის საქმიანობის სხვა დეტალებითაც დაინტერესდნენ.