სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
22-04-2013
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში  1-ლი ოქტომბრის არჩევნებით დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, აღინიშნებოდა ხისტი რიტორიკა, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევაც. "საარჩევნო კამპანია პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა დევნისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა. ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მომხრეებს აპატიმრებდნენ ან აჯარიმებდნენ", - აღნიშნულია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების შეცვლამდე ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული პრობლემები იყო - პატიმრებს აწამებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. დოკუმენტის მიხედვით, კანონის უზენაესობისა და
სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით გაძლიერდა წინასაარჩევნო კამპანიისას. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი დონე გამოვლინდა. დიდი იყო ძალადობის მაჩვენებელი. ახალმა ხელისუფლებამ იმ მაღალჩინოსანთა დაკავებისა და დასჯისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელთაც ადამიანთა უფლებების დარღვევა ედებოდათ ბრალად. "არჩევნებამდელი ხელისუფლება ხშირად წყვეტდა ასეთი საქმეების გამოძიებას, რითაც ხელს უწყობდა
დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას", - აღნიშნულია ანგარიშში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით