"მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო"
22-04-2013
მიხეილ სააკაშვილის უახლოესი  გარემოცვის ერთ-ერთი ყოფილი  წევრი, დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო. "უახლოეს მომავალში მერაბიშვილი  ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ""ნაციონალური მოძრაობის"" კრახი საპარლამენტო არჩევნებში არის სწორედ მისი დამსახურება და მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ამის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო ამ პარტიის გენერალური მდივანი. რადგან ეს მაინც ასე მოხდა, გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში", - აცხადებს ვერულაშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით