ადეიშვილმაც ხმა ამოიღო?!
22-04-2013
სოციალურ ქსელებში საქართველოდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილის სახელით განცხადება გავრცელდა. განცხადების თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ვანო მერაბიშვილი ასრულებდა, რომლის ქვეშევრდომები ძმები ახალაიები იყვნენ. "სააკაშვილის ბრძანებით დაარბიეს 7 ნოემბერსა და 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეები, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს. ბევრი მაქვს სათქმელი ხალხისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯერ არ დადასტურებულა, მართლა ეკუთვნის თუ არა აღნიშნული განცხადება ზურაბ ადეიშვილს. თავად ადეიშვილის ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით