დათა ახალაიას დემარში - კვირის პალიტრა

დათა ახალაიას დემარში

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად ვანო მერაბიშვილს ასახელებს. ახალაიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი მეთოდებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა.

დათა ახალაია აცხადებს, რომ ლაფანყურის "ავანტიურა" მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა. "მე ასევე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს დამარცხებაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იაღლუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ", - ამტკიცებს დათა ახალაია. ვანო მერაბიშვილმა ახალაიას განცხადებას ბოდვა უწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).