ომბუდსმენს უარი უთხრეს
22-04-2013
პარლამენტმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს  ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე\ უარი უთხრა. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განმარტებით, გამოძიებას ლაფაყურის ოპერაციაზე სამართალდამცავები აწარმოებენ და პარალელურად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მისი თქმით, კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ გამოძიება ყველა კითხვას არ უპასუხებს. კობახიძის აზრით, ომბუდსმენის ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებო ის ფაქტია, რომ ლოპოტის ხეობაში დაღუპულ ადამიანებზე, სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე შსს-ს მიერ გაცემული იყო იარაღის ტარების უფლება და
მართვის მოწმობები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით