ინციდენტი ციხისძირში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ციხისძირში

ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის ნასვამმა თანამშრომლებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჯვრის ჩვენება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს. პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც "თათრებს" უწოდებდნენ და შუბლის გახვრეტით ემუქრებოდნენ. მათ უკანონოდ ავტომანქანებიც გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციელები მალხაზ მამფორია და პაატა გვილია დააკავეს, კიდევ ერთმა პოლიციელმა ონისე ხუბულავამ მიმალვა შეძლო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).