19 აპრილის აქცია
22-04-2013
19 აპრილის აქცია
19 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის გადასარჩენად ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 19 აპრილის აქციის შემდეგ ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვეღარ იოცნებებენ, რომ საქართველო ევროპას დაშორდება. აქციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, "დღეს საქართველოს იმედიანი ოპოზიცია და ბრაზიანი მთავრობა ჰყავს... "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაშალეს და ცალკეული მოღალატეების გარდა, რომლებიც ვირთხებივით გაიქცნენ, ვერავინ გადაიბირეს... უღირსობა
ქვეყნის ოკუპაციას მოიტანს, ღირსეული პოზიცია კი ქვეყნის გათავისუფლებას...“იუშჩენკოს, რომელმაც მოგვცა საჰაერო დაცვის სისტემები, რომლითაც ჩვენ ჩამოვყარეთ 12 რუსული თვითმფრინავი, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა საპნის, შამპუნის ანგარიში. ისეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხვდებიან?!" აქციის მონაწილებს სიტყვით გიგი უგულავამაც მიმართა, მან ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და განაცხადა,
რომ საქართველოს “ნაცებად” და “ქოცებად” დაყოფა დაუშვებელია. აქციაზე ინციდენტი არ მომხდარა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით