პრემიერის განცხადება
პრემიერის განცხადება
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ პოლიტიკური ძალის შეცვლა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია. "სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა. აღნიშნული მოვლენები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მიერ მართული და მმართველი გუნდის მოვალეობაა, არ დაუშვას ქაოსი. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის
დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა", - აცხადებს პრემიერი.

gigi
22 აპრილი 2013 13:10
ბატონო ბიძინა, კადრები თუ იგივე დარჩა თვითმმართველობაშიც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც, გამოდის რომ, თქვენ არჩევნები მოგიგიათ, ხოლო სახელმწიფოს მართვა წაგიგიათ, რაც დღეს ნათლად ეტყობა ქვეყანას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები