პრემიერის განცხადება - კვირის პალიტრა

პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ პოლიტიკური ძალის შეცვლა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია. "სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა. აღნიშნული მოვლენები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მიერ მართული და მმართველი გუნდის მოვალეობაა, არ დაუშვას ქაოსი. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა", - აცხადებს პრემიერი.