პატრიარქი გვაფრთხილებს - კვირის პალიტრა

პატრიარქი გვაფრთხილებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა: "როცა ადამიანი წყვეტს, წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებლად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით". როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).