NDI-ს კვლევები - კვირის პალიტრა

NDI-ს კვლევები

NDI-ს ახალი კვლევების თანახმად, რესპონდენტთა 60%-ის მოსაზრებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნება" დგას, 10%-თან კი "ნაციონალური მოძრაობა". კითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 58%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, არ იცის გამოკითხულთა 17%-მა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ისურვებდა გამოკითხულთა 8%. რესპონდენტთა 92%-ს პატრიარქი მოსწონს, 75%-ს ბიძინა ივანიშვილი, 25%-ს მიხეილ სააკაშვილი (პრეზიდენტს რეიტინგში უსწრებენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური და დავით ბაქრაძე). პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 73%, ბიძინა ივანიშვილის - 28%, დავით უსუფაშვილის - 4%, დავით ბაქრაძის - 4%, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად კი რესპონდენტთა 3% მიიჩნევს.