NDI-ს კვლევები
29-04-2013
NDI-ს ახალი კვლევების თანახმად, რესპონდენტთა 60%-ის მოსაზრებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნება" დგას, 10%-თან კი "ნაციონალური მოძრაობა". კითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 58%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, არ იცის გამოკითხულთა 17%-მა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ისურვებდა გამოკითხულთა 8%. რესპონდენტთა 92%-ს პატრიარქი მოსწონს, 75%-ს ბიძინა ივანიშვილი, 25%-ს მიხეილ სააკაშვილი (პრეზიდენტს რეიტინგში უსწრებენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური და დავით ბაქრაძე). პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს
გამოკითხულთა 73%, ბიძინა ივანიშვილის - 28%, დავით უსუფაშვილის - 4%, დავით ბაქრაძის - 4%, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად კი რესპონდენტთა 3% მიიჩნევს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?