"სააკაშვილს ვაღიარებინე" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვაღიარებინე"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ერთ-ერთ შეხვედრაზე "აღიარებინა", რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის. "სააკაშვილს ეს ჩემთან მესამე შეხვედრაზე ვაღიარებინე. ვუთხარი, თვალებში შემომხედე და მითხარი, ხომ შენია "რუსთავი 2"-მეთქი. მითხრა, ჩემიაო. საჯაროდ გამოდი და თქვი-მეთქი. დამპირდა, რომ იტყოდა საჯაროდ", _ აღნიშნა ივანიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ივანიშვილის განცხადებას სიცრუე უწოდა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geე).