სტრასბურგული დებიუტი - კვირის პალიტრა

სტრასბურგული დებიუტი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ევროდეპუტატებმა პრემიერს კითხვები დაუსვეს, რომელთაგან ზოგიერთი ძალზე მწვავე იყო. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს დასავლური ორიენტაცია – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არა აქვს. თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას. პრემიერის თქმით, "რუსეთის მიმართ ახალი ხელისუფლების პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული".  ივანიშვილს კითხვები რუსეთის წარმომადგენლებმაც დაუსვეს, რომლებიც დაინტერესდნენ, უნდა იყვნენ თუ არა ასამბლეაზე წარმოდგენილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. "სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც საქართველოს ნაწილია და მათ ჩვენს დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ექნებათ მონაწილეობის საშუალება ევროსაბჭოს მუშაობაში", - უპასუხა ივანიშვილმა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).