"საქართველო დაავიწყდათ"
29-04-2013
"საქართველო დაავიწყდათ"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ბოლო დროს პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ საქართველო დაავიწყდათ. "სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა... ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს"
- ეს არის მითითება, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, გქონდეთ მტკიცე სარწმუნოება", - ბრძანა უწმინდესმა.








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით