"ახალაიას ფასდაუდებელი ინფორმაცია აქვს" - კვირის პალიტრა

"ახალაიას ფასდაუდებელი ინფორმაცია აქვს"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას სხვადასხვა საქმეზე ფასდაუდებელი ინფორმაცია აქვს. "დათა ახალაიას, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრი ინფორმაცია აქვს, თუნდაც გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა, თუმცა იუსტიციის მინისტრი გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ახალაიასთვის გარანტიების მიცემას მიუღებლად მიიჩნევს. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).