აღლუმი არ იქნება
29-04-2013
26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ხელმძღვანელის, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმი არ იქნება. "აღლუმი არ იქნება, თუმცა იქნება ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები, განსაკუთრებით ავიაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა. არსებული ინფორმაციით, აღლუმის ნაცვლად მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 25 ქალაქში გაიმართება. (ვრცლად იხ. გვ. 9)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით