მაია ფანჯიკიძე ჯონ ქერის შეხვდა - კვირის პალიტრა

მაია ფანჯიკიძე ჯონ ქერის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განმარტებით, ჯონ ქერი დაინტერესებულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებით. სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა. ქერიმ მიიღო მაია ფანჯიკიძის მიწვევა და სავარაუდოდ, თბილისს უახლოეს მომავალში ეწვევა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).