ყოლბაია დაბლოკეს - კვირის პალიტრა

ყოლბაია დაბლოკეს

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დამტკიცებაზე უარი განაცხადა. კერძოდ, სააკაშვილის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ყოლბაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად იმის გამო მიაჩნია, რომ ის ოკუპანტთან დაკავშირებული პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში. ვახტანგ ყოლბაია ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობის" წევრია.