ვეტო დაადო - კვირის პალიტრა

ვეტო დაადო

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პირველ შემთხვევაში ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება, ხოლო მეორე შემთხვევაში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კანონპროექტზე, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, განიხილონ თუ არა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას "ისტერიკა" უწოდეს და განაცხადეს, რომ პარლამენტი ვეტოს დასძლევს.