არქივი უნდა განადგურდეს - კვირის პალიტრა

არქივი უნდა განადგურდეს

სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალისა და მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების შესახებ იმსჯელეს. გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, არ შეიძლება, ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ასეთი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია ინახებოდეს. მისივე თქმით, უკანონო თვალთვალის შედეგად შევსებული არქივი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. საპასუხოდ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და მოსმენები დასრულებულია და არქივი გამოძიების შემდეგ განადგურდება.