არქივი უნდა განადგურდეს
06-05-2013
სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალისა და მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების შესახებ იმსჯელეს. გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, არ შეიძლება, ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ასეთი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია ინახებოდეს. მისივე თქმით, უკანონო თვალთვალის შედეგად შევსებული არქივი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. საპასუხოდ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და მოსმენები დასრულებულია და არქივი გამოძიების
შემდეგ განადგურდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები