ბერძენიშვილი მოსიძემ შეცვალა - კვირის პალიტრა

ბერძენიშვილი მოსიძემ შეცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას სოფო მოსიძე დაიკავებს. მოსიძის განცხადებით, ის ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს და თითოეულ თანამშრომელს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას. სოფო მოსიძემ ამ თანამდებობაზე ხათუნა ბერძენიშვილი შეცვალა, რომელიც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გაათავისუფლა. მოგვიანებით ბერძენიშვილი გიგი უგულავამ კრწანისის გამგებლად დანიშნა.