აქცია დაშალეს - კვირის პალიტრა

აქცია დაშალეს

1-ელ მაისს, სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებული აქცია პოლიციამ დაშალა, 20-მდე მანიფესტანტი კი დააკავა. დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც მოხვდნენ. შსს-ს ვერსიით, დემონსტრანტები კეტავდნენ გზებს, აგრესიით გამოირჩეოდნენ და ერთ მოქალაქეს მანქანაც დაუზიანეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი პოლიციამ აშკარად არაადეკვატური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დემონსტრანტების ცემა-ტყეპა აუცილებლობას არ წარმოადგენდა (ვრცლად იხ. გვ. 11)