ლუქსემბურგის ოცნება - კვირის პალიტრა

ლუქსემბურგის ოცნება

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს  "როზა ლუქსემბურგის ოცნებას" უწოდებს. "პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. შიგ ისეთები წერია, საქართველოში დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება. ეს ძალიან პრობლემურია", - აღნიშნა მარგველაშვილმა. საპასუხოდ  იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ უკვირს მარგველაშვილის რადიკალურობა, რადგან ეს "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო კოდექსია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).