რეიტინგში 96-ე ადგილზე აინაცვლა
06-05-2013
Freedom House-მა გამოაქვეყნა 2013 წლის რეიტინგი პრესის თავისუფლების შესახებ.  რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 15 პუნქტით გაუმჯობესდა და 111-ე ადგილიდან 96-ეზე აინაცვლა. პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

"რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკურმა მრავალფეროვნებამ, მათ შორის "იმედის" წინა მფლობელებისთვის დაბრუნებამ გამოიწვია", - ნათქვამია Freedom House-ს ყოველწლიურ ანგარიშში.  ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მოვლენების დაბალანსებულმა და ღიად გაშუქებამ ხელი შეუწყო
ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით