კირვალიძე გადადგა - კვირის პალიტრა

კირვალიძე გადადგა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა. "სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა წესიერი ადამიანია. მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია, სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).