დიდი დაკავებები
06-05-2013
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის"  ხელმძღვანელი ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის  პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა მაქინაციით მოსახლეობის დახმარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2 500 000 ლარი მიითვისეს. შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და
თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

...
05 ივნისი 2013 19:57
მითვისებას და გაფლანგვას შორის დიდი განსხვავებაა და წესით ჟურნალისტი უნდა ერკვეოდეს..ან არ უნდა წერდეს...

რედაქტორის რჩევით