დიდი დაკავებები - კვირის პალიტრა

დიდი დაკავებები

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის"  ხელმძღვანელი ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის  პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა მაქინაციით მოსახლეობის დახმარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2 500 000 ლარი მიითვისეს. შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).