ვეტო დასძლიეს - კვირის პალიტრა

ვეტო დასძლიეს

პარლამენტმა 91 ხმით 26-ის წინააღმდეგ, "საერთო  სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე  პრეზიდენტის ვეტო დასძლია. პირვანდელი რედაქციების კენჭისყრამდე კი პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტებს უყარა კენჭი, თუმცა საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამ ეტაპზე პარლამენტმა საჭიროდ არ მიიჩნია ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული კანონპროექტის ვეტოს დაძლევა.