ვეტო დასძლიეს
06-05-2013
პარლამენტმა 91 ხმით 26-ის წინააღმდეგ, "საერთო  სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე  პრეზიდენტის ვეტო დასძლია. პირვანდელი რედაქციების კენჭისყრამდე კი პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტებს უყარა კენჭი, თუმცა საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამ ეტაპზე პარლამენტმა საჭიროდ არ მიიჩნია ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული კანონპროექტის ვეტოს დაძლევა.

dato1993
06 მაისი 2013 17:30
ვაუ, ეს იმედია დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს, რადგან ეს დემოკრატიულობის ერთ-ერთი ნიშანია. იმედია სიტყვის თავისუფლებაზეც აისახება და სასამართლოს სისტემა ნდობას დაიმსახურებს

რედაქტორის რჩევით