ნატოს კარი ღიაა - კვირის პალიტრა

ნატოს კარი ღიაა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰიუ ბეილის განცხადებით,  საქართველოსთვის ალიანსის კარი ღიაა. "დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო შეაღებს ამ კარს",–- აღნიშნა ბეილმა.

მისი თქმით, გარკვეული პრობლემები მოსაგვარებელია, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართული მხარე ამას წარმატებით გაართმევს თავს. ბეილიმ ისიც აღნიშნა, რომ  ავღანეთში  ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას ალიანსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და აფასებს.

მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.