მომავალ წელს MAP-ი გვინდა
06-05-2013
მომავალ წელს MAP-ი გვინდა
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო მომავალ წელს MAP-ის მიღებას გეგმავს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობას გეგმავს. პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა დაპატიმრებები, პრემიერმა  უპასუხა: "საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი დიდი სურვილია, დღევანდელ ოპოზიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობა დამყარდეს, რათა ყველა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენი
პოლიტიკური სურვილი არ არის მუდმივად ვარკვიოთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელსაც აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს სამართლიანობის დამყარების პროცესი. წინა ხელისუფლება ძალადობით იყო დაკავებული. საზოგადოებას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ძალადობის ავტორები და არქიტექტორები დაუსჯელები დარჩებიან" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

t a m a r i
07 მაისი 2013 09:27
ქრისტე აღსდგა!საქართველოსაც ვუსურვებ....,,ოცნებ-ოცნებით კაცი ნატომდე ჩავიდაო,,,,გიჟი ქალაქში წავიდა რა მიჰქონდა,რა მოჰქონდა,ყველაფერი სახლში ჰქონდაო,,ჯერ ფეხზე რომ დავგეთ არ გინდათ?,მერე წავიდეთ საბავშვო ბაღში,თორემ ისე მოგვექცევიან როგორც ბაგაში,გვინდა?ქართული ოცნებას უნდა მოყვეს-ფიქრი-განსჯა-აზროვნება-გადაწყვეტა-ქმედება.,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო,,-ბიზნესში.,,ათასჯერ გაზომე და მაინც ნუ გაჭრი ხალხსაც კითხეო,,-პოლიტიკაში.უფალი გფარავდეთ!

რედაქტორის რჩევით