სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა - კვირის პალიტრა

სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა

4 მაისს, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით  15.12  საათზე გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ცეცხლი ქართველმა მომლოცველებმა სამშობლოში ჩამოიტანეს. ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტი და მადლმოსილია. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ უფლის აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).