რა უნდოდა მიულერს - კვირის პალიტრა

რა უნდოდა მიულერს

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის  FBI-ს დირექტორი რობერტ მიულერი იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, იუსტიციისა და შს სამინისტროების ხელმძღვანელობასთან. ოფიციალური ინფორმაციით, მიულერი საქართველოში სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმყოფებოდა. კერძოდ, ის რეგიონში საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს, რადგან სწორედ ეს FBI უზრუნველყოფს ამერიკელების დაცვას ტერორიზმის საფრთხისგან. თუმცა ქართველი ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, FBI-ს ხელმძღვანელის ვიზიტი უკავშირდება ლაფანყურის მოვლენების გამოძიებას ან, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში (რომელზეც ასევე მიმდინარეობს გამოძიება) ახალი დეტალების აღმოჩენას.