ომის საკითხი დღის წესრიგში ვერ მოხვდა
13-05-2013
ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხი ვერ მოხვდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერის  რუსეთისადმი ტონის შერბილებას უკავშირდება. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხვდა. საკითხს "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" მინისტერიალის შემდეგ, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი განიხილავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით