მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება. კოალიციის წევრებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამ ფაქტით კმაყოფილება გამოთქვა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს. ივანიშვილის განცხადებით, მარგველაშვილი მეცნიერებასა და პოლიტიკაში გამოცდილია, გარდა ამისა, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტია. ირაკლი ალასანიას შეფასებით, მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკული კაცია და მის გამარჯვებაში დარწმუნებულია. კახი კალაძის თქმით კი, კოალიციის  წევრები მარგველაშვილით ამაყობენ და საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).