მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია
13-05-2013
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება. კოალიციის წევრებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამ ფაქტით კმაყოფილება გამოთქვა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს. ივანიშვილის განცხადებით, მარგველაშვილი მეცნიერებასა და პოლიტიკაში გამოცდილია, გარდა ამისა, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტია. ირაკლი ალასანიას შეფასებით, მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკული კაცია და მის გამარჯვებაში დარწმუნებულია. კახი კალაძის თქმით კი, კოალიციის  წევრები მარგველაშვილით ამაყობენ და
საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
აკაკი
13 მაისი 2013 15:27
ზნეობრივი თვალსაზრისით, ეს ალბათ საუკეთესო არჩევანია, თუმცა მიმაჩნია, რომ სხვა სფეროში გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა. არ არის ეს კაცი საპრეზიდენტოდ გასამეტებელი.

რედაქტორის რჩევით