პატრიარქმა უფალს საქართველოს გადარჩენა შესთხოვა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა უფალს საქართველოს გადარჩენა შესთხოვა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II -მ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. "ამ წმინდა ადგილას შევთხოვთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის შემოწირულობა გაიღო.

პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქსა და მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს მცირე  ანგარიში ჩააბარა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, ტაძრის მშენებლობა 26 თვეში დასრულდება, შემოწირულობა კი ყოველწლიურად 200.000 ლარს უტოლდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).