ცხედრების ექსჰუმაცია ჩატარდა - კვირის პალიტრა

ცხედრების ექსჰუმაცია ჩატარდა

ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, სპეცოპერაციისას მოკლული ქისტების:  ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრების ექსჰუმაცია ჩატარდა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მათი სიკვდილის მიზეზი, სროლის მიმართულება,  მანძილი, სროლის ინტენსივობა და სხვა დეტალები. რადგან დაღუპულების ოჯახები გამოძიებას არ ენდობიან, ომბუდსმენმა და საია-მ დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.