კალაძე სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კალაძე სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე  სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, მთავრობამ უცნაური განცხადება გააკეთა, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზული ალტერნატივა განიხილოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა. "ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება  არის სრული სიცრუე", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ერთი შემომტანი? ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვყავდეს 2, 3, 4 შემომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დივერსიფიცირებული წყაროები", - აღნიშნა კახი კალაძემ.