კალაძე სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს
13-05-2013
კალაძე სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე  სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, მთავრობამ უცნაური განცხადება გააკეთა, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზული ალტერნატივა განიხილოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა. "ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება  არის სრული სიცრუე", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ერთი შემომტანი? ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვყავდეს 2, 3, 4 შემომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დივერსიფიცირებული
წყაროები", - აღნიშნა კახი კალაძემ.
ella
13 მაისი 2013 12:05
კაი ვაჯკაცი ხარ კახა..გაიხრაე ამაზე დიდი ბედნიერებაა რაა საქარტველოს უყვარხარ.. გაგიმრავლდეს შენი ულამაზესი ოჯახი..კიდევ ბევრი შვილი უნდა გაუზარდოთ ქვეყანას... დენი და ნაგავი დააცილეტ ერტმანეტს... უჭირს ხალხს დაიჯერე კახა უჭირს ზალიან.... უფალი გფარავდეს.

რედაქტორის რჩევით